ნიკო ნიკოლაძის კოშკი – წარმოადგენს ქალაქ ფოთისათვის უძველეს და უმნიშვნელოვანეს ძეგლს როგორც ისტორიული ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. ქალაქის ცენტრალური პარკის დასავლეთით, ღვთისმშობლის ტაძრის მთავარი შესასვლელის მიმდებარედ დგას ხუთ სართულიანი კოშკი რომელიც “ნიკო ნიკოლაძის კოშკის“ სახელითაა ცნობილი, რადგან მისი რეკონსტრუქცია ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. თავისი მოღვაწეობის წლებში ქალაქ ფოთის თავი აღნიშნულ კოშკში ცხოვრობდა.
1578 წელს ფოთს თურქები დაეპატრონენ და ციხესიმაგრე ააშენეს მდინარე რიონის მარცხენა სანპიროზე. თურქეთისაგან განთავისუფლების შენდეგ 1870 წელს ეს მხარე დაუთვალიერებია რუსეთის იმპერატორს ალექსანდრე მეორეს. იმპერატორის დასახვედრად სახე უცვალე ფოთის ციხეს,როგორც თურქთა ბატონობის სიმბოლოს. შეცვალეს ციხის გარეგნული ხედი, მოშალეს ციხის შიგნით აღმართული მეჩეთი, მთავარ შესასვლელთან დააშენეს 2 სართულიანი კოშკი რომელიც კონუსისებრი ხის შპილით მთავრდებოდა. 1896 წელს ნიკო ნიკოლაძემ ციხე-კოშკს კიდევ 2 სართული დააშენა. მე-5 სარეთულზე განთავსებულია მექანიკური საათი რომელიც 1870 წელსაა დამზადებული და ნიკო ნიკოლაძემ პარიზიდან ჩამოიტანა.
0 comments:
Post a Comment