ფოთის საქალაქო სასამართლო
ფოთის საქალაქო სასამართლოს შენობა მდებარეობს ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა №3-ში.
ფოთის საქალაქო სასამართლოს შენობა სპეციალურად სასამართლოსათვის 2001 წელს აშენდა, აღნიშნული შენობა არის სამსართულიანი. სასამართლო სისტემის რეფორმის ფარგლებში 2007 წელს განხორციელდაშენობის რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის შედეგად გაიზარდა დარბაზების რაოდენობა,მოსამართლეებისა და სასამართლო აპარატის კაბინეტები. შენობის პირველ სართულზე განთავსებულიამისაღები (კანცელარია), სადაც ხდება მოქალაქეთა განცხადების მიღება. ფოთის საქალაქო სასამართლოპირველი ინსტანციის სასამართლოა საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, რომელიცგანიხილავს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს. ფოთის საქალაქო სასამართლოში არის ხუთი სხდომის დარბაზი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, აქედან სამი დარბაზი განკუთვნილია სისხლის სამართლის საქმეთა განსახილველად, ორი სამოქალაქოდა ადმინისტრაციული საქმეებისათვის. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 16 ოქტომბრის №1/175 გადაწყვეტილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრა თვითმმართველი ქალაქ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებით. ფოთის საქალაქო სასამართლოში მართლმსაჯულებას ახორციელებს სამი მოსამართლე, ხოლო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ხობის მუნიციპალიტეტში მართლმსაჯულებას ახორციელებს ერთი მოსამართლე, რომელიც პირველი ინსტაციის წესით განიხილავს მაგისტრატი მოსამართლისთვისმიკუთვნებულ სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული კატეგორიის საქმეებს ხობისმუნიციპალიტეტში. ფოთის საქალაქო სასამართლოს არქივი 2009 წლის ჩათვლით გადაეცა სსიპ საერთოსასამართლოების დეპარტამენტის არქივს. 2010 წლიდან დღემდე ყველა საქმე (მასალა) ინახება ფოთის საქალაქო სასამართლოს არქივის ოთახში (ქ.ფოთი, აღმაშენებლის ქ.№3, 0 (493) 22-82-37; 0 (493) 22-08-30).
ფოთის საქალაქო სასამართლო მისამართი: ქ.ფოთი, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3.
ინდექსი 4400.
ტელეფონები: 0 (493) 22-82-37; 0 (493) 22-08-30.
ფაქსი: 0 (493) 22-02-50
ელ. ფოსტა: poti@court.ge
საიტი: http://court.ge/
0 comments:
Post a Comment